ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრქტურის კომისიების ერთობლივ სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის გეგმის შესრულების ანგარიშის შესახებ. საკრებულოს წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ აღნიშნული საკითხი შეტანილი იქნას საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში განხილვისა და ცნობად მიღების მიზნით.
კომისიებმა იმსჯელეს შემდეგ სამართლებრივი აქტების პროექტებზე:
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ;
ოზურგეთში წერეთლის ქუჩაზე მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის და ე. ნინოშვილის ქუჩა N 2-ში მდებარე უძრავი ქონების ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნების შესახებ.
კომისიებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს პროექტების საკრებულოს სხდომაზე განხილვა.