შეხვედრა გურიის სამოქალაქო ცენტრის წარმომადგენლებთან

“მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის’’ პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს წევრ ქეთი ხომერიკთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გურიის სამოქალაქო ცენტრის წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრაზე ორგანიზაციის საქმიანობასა და პროექტის მიზნებზე ისაუბრეს. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

პროექტის მიზანს წარმოადგენს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა, ადგილობრივ თვითმმართველობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა.

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მიერ პროექტის ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.

მსგავსი სტატიები