საკრებულოს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.
საკრებულოს წევრებმა, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
დღეს, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 17 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა შემდეგ განკარგულების პროექტებში: სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩის, ,,ალექსანდრე ღლონტის ქუჩა“, სახელის მინიჭების შესახებ; ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“-ს პერსონალური შემადგენლობაში, ამავდროულად დამტკიცდა საბჭოს 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა.
აგრეთვე, საკრებულომ მიიღო განკარგულება, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, ა(ა)იპ სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის გადაცემაზე“, „ოზურგეთში გამსახურდიას მოედანთან საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების შესახებ“, ,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“.
ცვლილება შევიდა განკარგულებაში: ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2023 წელში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე“.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო „2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“, ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების მისაღებად, ასევე, ,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულებების მისაღებად.
წარმოების პროცესში იმსჯელებენ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის შესახებ“ ცვლილების პროექტზეც.

მსგავსი სტატიები