ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ინიცირებულ საკითხებზე. ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, სოციალურ პროექტებზე, რომლებიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა.
,,აღნიშნული პერიოდი, დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, გამორჩეული იყო ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების სიმრავლით, რომელთა განხორციელების შედეგად თვისობრივად შეიცვალა მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ყოფის პირობები. ჩემი ღრმა რწმენით, მიმდინარე 2023 და შემდგომი წლები უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის და რა თქმა უნდა მთლიანად ქვეყნისათვის. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ანალიზი ცალსახად ადასტურებს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არის ის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას და საქართველოს ევროპულ მომავალს” – აღნიშნა დავით დარჩიამ.
მანვე საკრებულოს მუშაობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია წარადგინა, ხაზი გაუსვა წარმომადგნელობითი და აღმასრულებელი რგოლის კოორდინირებულ მუშაობასა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტში არის ასახული.
საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშთან ერთად, დღეს, საკრებულომ დარგობრივი კომისიების მიერ გაწეული საქმიანობაც შეაფასა. კომისიის თავმჯდომარეებმა 2022 წელი შეაჯამეს. ანგარიშები საკრებულომ ცნობად მიიღო.
მსგავსი სტატიები