ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, დღეს, ოზურგეთის საკრებულოს დარგობრივი კომისიების მთავარი განსახილველი საკითხი იყო.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზრდა სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 29 683 862,63 ლარით არის დაგეგმილი.
“ეს არის ბიუჯეტის უმნიშვნელოვანესი ზრდა. რომლის ცვლილებების შემდეგ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 57.47 მილიონ ლარამდე გაიზრდება. “- აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ და ცვლილებებზე დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საკრებულოს წევრებს.
კომისიებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის საკრებულოს სხდომაზე წარდგენა, განხილვისა და დამტკიცების მიზნით.
მსგავსი სტატიები