2022 წლის 20 დეკემბერს 15:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართება.
ღონისძიებაზე ოზურგეთის მერია 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს და მის ძირითად პარამეტრებს წარმოადგენს, საკრებულო კი ბიუჯეტის მიმართ შემუშავებულ ინიციატივებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს შეაჯამებს.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება საკუთარი აზრი გამოთქვას, დასვას კითხვები და იქვე მიიღოს პასუხები.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
მის: ქ. ოზურგეთი, ჭავჭავაძის N14, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროექტის “საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში ახორციელებს. პროექტი დაფინანსებულია USAID მიერ.