ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
ოზურგეთის მერიის მიერ წარმოდგენილ იქნა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის და 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პრეზენტაცია.
შეხვედრაზე საკრებულოს ფრაქციებმა, ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭომ, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლებმა, მათ მიერ გამოკვეთილ ინიციატივებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრეს და საკუთარი საბიუჯეტო იდეები წარმოადგინეს.
საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროექტის “საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში” ფარგლებში გამართა.
იხილეთ ბიუჯეტის პროექტი: http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=15908