ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, NDI-ის ორგანიზებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ შეხვედრა გაიმართა.
გაერთიანებულ საკოორდინაციო შეხვედრაში საკრებულოს წევრები, მერიის, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვერსიის პრიექტი აღმასრულებელმა ორგანომ წარადგინა.საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებმა, ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭომ და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ისაუბრეს და შემუშავებული საბიუჯეტო ინიციატივები წარადგინეს.
შეხვედრის დასასრულს, ექსპერტის მოდერატორობით დისკუსია გაიმართა.