ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით NDI-ის მიერ ორგანიზებული ერთობლივი საბიუჯეტო განხილვა გაიმართა.
ონლაინ შეხვედრა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა, ალან გილამმა გახსნა.
ერთობლივ განხილვაზე ოზურგეთის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი წარმოადგენა. ოზურგეთის საკრებულოს ფრაქციებმა, გენდერული თანასწორობის საბჭომ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი მათ მიერ შემუშავებული საბიუჯეტო ინიციატივები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.