ვასილ ჩიგოგიძემ შშმ პირებს სასურსათო კალათები გადასცა

განსაკუთრებული სჭიროების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიოგიძემ საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარებს საჩუქრად სასურსათო კალათები გამოუგზავნა.

50 სასურსათო კალათა ასოციაციის ოფისსა და ბენეფიციართა ოჯახებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ მიიტანა.

„განსაკუთრებული სჭიროების მქონე პირებს ვულოცავ მათი უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს და  მადლობას ვუხდი  გურიის მაჟორიტარ დეპუტატს ვასილ ჩიგოგიძეს გაწეული ქველმოქმედებისთვის, რომელიც მისი მხრიდან პირველი არ არის, “- აღნიშნა მერის მოადგილემ.

მსგავსი სტატიები