განცხადება – საჯარო განხილვა

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 17 ნოემბერს შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშნის“ მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნატანებზე 9.085 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (ნატანები 3 ჰესი) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 2020 წლის 24 დეკემბერს 12:00 საათზე.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების, Webex-ის აპლიკაციის გამოყენებით. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკები – https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29262 ).
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:

https://mepameet.webex.com/mepameet/j.php?MTID=m4d8b12d6e6770eb11e715447e35e4fc7

Meeting password: 12345

Meeting number: 175 193 3106

 

მსგავსი სტატიები