„არერსა მეთალის“ მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოების საწარმს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

გაცნობებთ, რომ 2021 წლის 28 იანვარს 15:00 საათზე დაგეგმილია ოზურგეთის
მუნიციპალიტეტში, სოფ. ლიხაურში შპს „არერსა მეთალის“ მეორადი ნედლეულიდან
ფერადი ლითონების წარმოების საწარმოს მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია,
თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ
ვებგვერდზე (იხ. ლინკი – https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29307).

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის
გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა
სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად
ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში”
განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0),
რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის
გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული
საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო განხილვა გაიმართება 2021 წლის 28 იანვარს
15:00 საათზე დისტანციურად, Webex -ის აპლიკაციის მეშვეობით.

საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ, კომუნიკაციის
ელექტრონული საშუალების, Webex-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია
განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ.
აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური
კომპიუტერითა და ლეპტოპით.

დამატებით გაცნობებთ, რომ შეხვედრაზე დასწრებისთვის
(Webex-ის აპლიკაციით სარგებლობისთვის) სავალდებულოა ელექტრონული ფოსტის
გამოყენება.

საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:
Join Webex Meeting:

https://mepameet.webex.com/mepameet/j.php?MTID=ma154f7414f5af3c8e5461237f76f98c
Meeting number: 175 547 9209
Meeting password: 123456789

მსგავსი სტატიები