გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგელბში, ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა, ონლაინ ფორმატში გაიმართა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯოდმარემ, საკრებულოს წევრმა ლელა საჯაიამ, კოლეგებთან ერთად გენდერულ თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებსა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა ღონისძიებებზე საინფორმაციო შეხვედრა ლიდერთა სკოლის ახალგაზრდებთან გამართა.
ონლაინ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბავშვთა უფლებებსა და მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ იმ პროგრამებზე, რომელიც გენდერულ თანსწორობის უზრუნველყოფას უწყობს ხელს. ლელა საჯაიამ ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო ამ მხრივ საბჭოს საქმიანობა და სამოქმედო გეგმა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება. ის 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.