კამპანია ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, საკრებულოს დეპუტატებმა მოქალაქეებთან შეხვედრებითა და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებით დაასრულეს.
ოზურგეთის სოფლებში: მელექედური, ცხემლისხიდი, ბახვი, ნასაკირალი, დვაბზუ, გურიანთა , ციხისფერდი და ქალაქში საბჭოს წევრებმა საინფორმაციო მასალა გაავრცელეს და მოქალაქეებს უშუალოდ მიაწოდეს ინფორმაცია, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის შესახებ, გენდერულ თანასწორობასა, ადამინის უფლებებზე, მოუწოდეს მათ, ერთად იბრძოლონ ძალადობის წინააღმდეგ.
საინფორმაციო მასალა, რომელიც მოქალაქეებს დაურიგდა, ოზურგეთის გენდერული თანასწორობის საბჭოს, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელშეწყობით გადაეცა.