დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია, 2022 წლის და 2023 წლის 6 თვის პერიოდში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონების პრივატიზაციის შედეგების შესახებ. ასევე, ცნობად იქნა მიღებული მუნიციპალიტეტის 2023 წლის მაისის თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში.
სხდომის ბოლოს კომისიის თავმჯდომარემ გელა ჩავლეშვილმა ისაუბრა, ამავე კომისიის 2023-2025 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით ხორციელდება.