ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიით შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ხვდებიან.
საკანონმდებლო, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულეს, საკვები პროდუქტები გადასცეს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
დღეის მონაცემებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 500-ზე მეტ ოჯახს გაეწია დახმარება.
შეგახსენებთ, სტიქიის პირველივე დღიდან ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: 577 601 304
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია : 551 38 38 05
მსგავსი სტატიები