ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში, აფხაზეთის ომში დაღუპულ თამაზ მალაზონიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.
ტურნირში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სასკოლო ასაკის გოგონათა 6 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა შორის გამარჯვება ოზურგეთის გუნდმა ,,ნიკეამ” მოიპოვა.
სპორტული შეჯიბრს, რომელიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის – გურიის რეგიონული სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტარიელ აროშიძე დაესწრო.