დღეს, ოზურგეთის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარემ პაატა კიღურაძემ, საკრებულოს წევრებს კომისიის 2024 წლის სამუშაო გეგმა გააცნო.
დარგობრივი კომისიის წევრებმა, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტის წარდგენა: ,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.“