დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ,, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შეთანხმების შესახებ“ განკარგულების პროექტი განიხილეს. კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს აღნიშნული პროექტის წარდგენა ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.