ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა გრძელდება. დარგობრივმა კომისიებმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე იმსჯელეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს აღნიშნული პროექტის წარდგენა ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.
ასევე, ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა განიხილეს შემდეგი განკარგულების პროექტები: ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე“; ,,სოფელ კონჭკათში მდებარე N13 ქუჩის სახელდების თაობაზე“ და ,,დაბა ურეკში მდებარე გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩის ნაწილისა და უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ.“
სხდომის ბოლოს, კომისიების თავმჯდომარეებმა საკრებულოს წევრებს, კომისიების სამოქმედო გეგმები გააცნეს.