ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა გრძელდება.
დარგობრივმა კომისიებმა წლიურ ანგარიშზე იმსჯელეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს აღნიშნული პროექტის წარდგენა ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.
ასევე, კომისიების წევრებმა განიხილეს შემდეგი განკარგულების პროექტები: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების თაობაზე და მუნიციპალიტეტის დასახლებებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ.