ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში, 17 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას მასპინძლობს.
ჩემპიონატი ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში ხვალ – 31 მარტს დასრულდება და გამარჯვებული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
მერიისა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სტატიები