ოზურგეთი, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში, 17 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის საქართველოს პირველობას მასპინძლობს.
სპორტული შეჯიბრის დაწყებამდე საქართველოს დროშა წარმატებულმა სპორტსმენებმა – ერეკლე თავბერიძემ და ლუკა ჯავახაძემ საქართველოს ჰიმნის ფონზე აღმართეს, ხოლო ღონისძიება ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა გააფორმა.
ჩემპიონატი, ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში ხვალ, 31 მარტს დასრულდება. გამარჯვებული ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
მერიისა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას ფედერაციის წარმომადგენლები, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები და სპორტის სფეროს მოყვარულები დაესწრნენ.