ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის – „მწვანე გურია“ – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მერის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე დაესწრო.
ოზურგეთის ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად უმასპინძლა.
პროექტი სამი წლის განმავლობაში გურიის რეგიონში სიღარიბის შემცირებისთვის, მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იმუშავებს.
იხ. ვრცლად: https://bit.ly/3nzNBHo