გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პროექტის “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მხარის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პროექტის წარმომადგენლებმა, გურიის LAG-ების მიერ განსაზღვრული რეგიონის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებზე ისაუბრეს.
შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მერი ავთანდილ თალაკვაძე, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ხელმძღვანელი პირები, CENN-ის, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი ხორციელდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.
მსგავსი სტატიები