ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს განხორციელებული – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის საბიუჯეტო პროგრამის – კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის მონიტორინგის ეფექტიანობის აუდიტი მოისმინეს.
კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საკითხის საკრებულოს მორიგ სხდომაზე წარდგენა, განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.