დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 2 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტი: ,, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ.”
აგრეთვე, ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისიები იმ ცვლილებებს განიხილავს, რომელიც შემდეგ ნორმატიულ აქტში იგეგმება: ,,გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე.”
მსგავსი სტატიები