ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 3 საკითხზე იმსჯელა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით, აისახა შემდეგი დადგენილების პროექტები: ,, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ და ,, გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე.“ სხდომაზე, ასვე, ცნობად მიღების მიზნით, მოისმენენ და განიხილავენ მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიშის.
საკრებულოს სხდომა 29 მაისს 11 საათზე გაიმართება.