ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აისახა შემდეგი განკარგულების პროექტები: ქ. ოზურგეთის გენერალური გეგმის შემუშავების დაწყების თაობაზე, მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის (შეთანხმების) შესახებ და საკრებულოს 2023 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების თაობაზე.
საკრებულო ცნობად მიღების მიზნით, მოისმენს და განიხილავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს.
საკრებულოს სხდომა 21 მარტს 11:00 საათზე გაიმართება.