ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს , ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით შემდეგი განკარგულების პროექტის წარდგენა: ოზურგეთის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავების დაწყების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის (შეთანხმების) თაობაზე, ასევე, ცნობად მიღების მიზნით, მოისმენენ და განიხილავენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ, 2022 წელში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს.