დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხზე იმსჯელეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლავრენტი ბიგვავა უძღვებოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავენ შემდეგ სამართლებრივი აქტების პროექტებს: ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე;“ ,,მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ;“ და ,,მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცები თაობაზე.“