რეგიონში განსახორციელებელი პროექტები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება დაამტკიცა. ეს პროექტებია:

✔️ ქ. ოზურგეთში შემოქმედელის ქუჩის I შესახვევის რეაბილიტაცია;

✔️ ქ. ოზურგეთში შემოქმედელის ქუჩის II შესახვევის რეაბილიტაცია;

✔️ სოფ. შემოქმედში (ფატარის უბანი) 26 და მე-13 ქუჩების შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;

✔️ სოფ. ძიმითში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;

✔️ სოფ. ნაგომარი – სოფ. ბახვის (მშვიდობაური) დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;

✔️ სოფ. ნაგომარი შუაისნარისა და გამგეობის შენობის უკან მდებარე გზების რეაბილიტაცია.

მსგავსი სტატიები