ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩასატარებელ სხდომებს ელექტრონულ ფორმატით გამართვას.
საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება უკვე აისახა.
საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას მიერ ინიცირებული ცვლილების პროექტი, თანაავტორმა, თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ საკრებულოს წევრებს გააცნო.
“ობიექტური გარემოების
არსებობისას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს საქმიანობა შეიძლება წარიმართოს
დისტანციურად, სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. რეგლამენტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით, ასევე
შესაბამისი პროცედურების მიზნებისა და არსის შენარჩუნებით. სხდომები ელექტრონული ფორმატით გაიმართება იმ შემთხვევაში, როდესაც საკრებულოს წევრებს არ ექნებათ შესაძლებლობა ფიზიკურად შეკრების. “- განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.
მას შემდეგ რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, საკრებულო აქტიურად იყენებს ციფრულ მექანიზმებს საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის. ონალინ რეჟიმში, ელექტრონული მექანიზმების გამოყენებით მუშაობს საკრებულოს აპარატიც. პირდაპირ ტრანსლირება ხორციელდება საკრებულოში გამართული ყველა სხდომის, მოქალაქეების ინფორმირება ხდება საკრებულოში უკვე დანერგილი სმს სისტემის გამოყენებით.