საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ა(ა)იპ-ების მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები განიხილეს. სხდომას, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვება. დღეს საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს და გაწეული საქმინობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს შემდეგი ა(ა)იპე-ების წარმომადგენლებმა: რაგბის განვითარების კავშირი, საფებურთო კლუბი „მერცხალი“, სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება, დაბა ურეკის კულტურის სახლი“, ,,მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი“, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი“, სკოლამდელი აღზრდის ცენტრი“ და გრ.კილაძის სახელობის მუსიკალური სკოლა.