საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც დავით დარჩია უძღვება, ანგარიშების მოსმენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დღეს საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხეს და 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს ა(ა)იპ-ებმა: თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი, ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი“ გურია“, საზოგადოებრიივი ჯანდაცვის ცენტრი, ცენტრალური ბიბლიოთეკა, სამუზეუმო გაერთიანება და სამხატვრო სკოლა.