ოზურგეთი საკრებულოს მორიგ სხდომაზე 5 საკითხი განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. დღეს დამტკიცდა დადგენილება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის შესახებ”. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტი აგრძელებს ოზურგეთის მოქალაქეებისთვის ყველა იმ საჭირო სერვისის შეთავაზებას, რომელიც გასულ წელს მოქმედებდა. დასკვნა წარმოადგინა საკრებულოს სოციალურმა კომისიამაც, რომლის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და შენიშვნების დიდი ნაწილი მერიამ გაითვალისწინა და წესში ასახა. საკრებულოს გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, აგრეთვე, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე (აგრარული ბაზრის ტერიტორია) მდებარე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 23 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზედ მიმაგრებული შენობის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“.