დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
მას შემდეგ, რაც ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე (აგრარული ბაზრის ტერიტორია) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 23 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზედ მიმაგრებული შენ
ობის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი, მერის მიმართვის საფუძველზე დღის წესრიგიდან ამოიღეს, საკრებულოს წევრებმა 5 საკითხზე მიიღეს გადაწყვეტილება.
დამტკიცდა ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა”, რომელზედაც საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა.
მსჯელობა გაიმართა ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე. საკითხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძების (კონსტრუქციის ნაწილის/წერტილის) სასყიდლიანი იჯარის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობაში, 10 წლის ვადით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გაყვანის მიზნით, შ.პ.ს. „ეარნეტი“-სათვის გადაცემაs ეხება. საკრებულოს წევრების დისკუსია საიჯარო ქირის ოდენობას შეეხო. გამოითქვა მოსაზრებები, იჯარის ქირის სიმცირეზე. საბოლოოდ საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით იჯარის ქირა და ვადა დარჩეს უცლელად, თუმცა ხელშეკრულებაში ჩაიწეროს პირობა, 2 წლის პერიოდში ტარიფის აუცილებლად გადახედვის თაობაზე.
საკრებულოსვე გადაწყვეტილებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების მისაღებად;
დამტკიცდა გენდერული თანასწორობის საბჭოს 2020 წლის სამუშაო გეგმა.
საკრებულომ მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი-ქორფსი“-ს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შეთანხმების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღებას. ხელშეკრულება, საერთაშორისო ორგანიზაცია “მერსი ქორფისი”-სგან გრანტის მიღებას ეხება, რომლის მეშვეობითაც მუნიციპალიტეტში ქალთა ოთახის ინვენტარით აღჭურვა იგეგმება.