ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ მოქალაქეების პრობლემები სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილეს და მათზე დროული რეაგირების დავალებები გასცეს.
მოქალაქეთა მიღების საათები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველი კვირის ოთხშაბათს, დილის 10:00 საათიდან 15:00 საათამდე გრძელდება.