ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვება.
საკრებულოს წევრებმა უკვე კენჭი უყარეს და დაამტკიცეს დადგენილება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის თაობაზე. ნორმატიული აქტის პროექტის ინიციატორი საკრებულოს დარგობრივი კომისიებია და მისი დამტკიცების მიზანი აღნიშნული ობიექტების განთავსების საკითხების შესაბამისი სამართლებრივი მოწესრიგებაა.
დამტკიცდა ნორმატიული აქტი საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ N24 დადგენილებაში ცვლილებების თაობაზე. როგორც საკითხის ინიციატორმა, განათლების კომისიის ხელმძღვანელმა ლელა საჯაიმ აღნიშნა, ცვლილებები ემსახურება ” სამუშაო პროცესში გამოვლენილი საკითხების დაზუსტება და დახვეწას, ასევე „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ წინაშე არსებული გამოწვევების სამართლებრივად დარეგულირებასა და სრულყოფას.”
კიდევ ერთი სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც ამჯერად, ფრაქცია “ქართული ოცნების” ინიციატივიაა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ წარადგინა, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლისიურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და საჯარო ინფორმაციის ბეჭდური სახით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცებას” ეხება. წესი ადგენს პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტს. დადგენილების პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რომლის პროცესში განხილული იქნება შემოსული შენიშვნები, რეკომენდაციები.
საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ,,ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას ეხება. როგორც სხდომაზე აღინიშნა სამოქმედო გეგმით გაწერილი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის სტანდარტების სტრატეგიული დოკუმენტზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და .მას დროებითი სამუშაო ჯგუფი საკრებულოს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.
საკრებულოს სხდომაზე, რომელიც გამოცხადებული შესვენების შემდეგ განახლდება, დღის წესრიგით გათვალისიწნებულ 20 საკითხზე იმსჯელეს.