საკრებულომ, დღეს, მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. დამტკიცდა საპრივატიზაციო ქონების გეგმა. მერს თანხმობა მიეცა სოფელ ნატანებში მდებარე 1028 კვ.მ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ; კიდევ ერთი განკარგულება, მერისთვის თანხმობის მიცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 2051 კვ.მ. არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზედ განთავსებული წყალმომარაგების სათავე ნაგებობის და ჭაბურღილის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს „სატისი“-სათვის უსასყიდლო უზუფრუქტით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემაზე მიეცა. განკარგულება დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ლიხაურში მდებარე 3678 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, იურიდიული პირის არსებობის ვადით, სარგებლობაში, სსიპ – საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის შესახებ; დამტკიცდა განკარგულება, სახელმწიფოსთვის, უსასყიდლოდ, შემდგომში შპს “ბლექ სი არენა ჯორჯია”-სთვის გადაცემის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 88 019კვმ და 61 807 კვმ არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობებისა და ბიოლოგიური აქტივობების შესახებ.