ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დაბა გომისმთის ადმინისტრაციულ ერთეულის ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავებას იწყებს. ოზურგეთის საკრებულომ, დღეს, რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნული გეგმის შემუშავების თაობაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულება დაამტკიცა. სხდომაზე განიმარტა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ კურორტ გომისმთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის უკვე არსებული პროექტი, მიმდინარე პერიოდისთვის შესაბამის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გამო საჭიროებს ხელახლა შემუშავებას. დაბა გომისმთის განაშენიანების გენერალური გეგმის შედგენა უზრუნველყოფს კურორტის მიზანმიმართულ და ეფექტურ განვითარებას. საკრებულომ განკარგულების დამტკიცებას მხარი ერთხმად დაუჭირა.