ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 9 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულომ დაამტკიცა განკარგულებები საპრივატიზაციო ნუსხისა და გეგმის დამტკიცების შესახებ, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 6000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და დაბა ნასაკირალის
ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულიების მიწის
ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ .
დამტკიცდა განკარგულება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და გაეროს განვითარების პროგრამა
საქართველოში (UNDP) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შეთანხმების შესახებ“, რომელიც გრანტის გამოყოფას ეხება, დაბა გომისმთის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავების მიზნით.
საკრებულომ დაამტკიცა ,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის განთავსების
რეგულირების შესახებ განკარგულება, რომლითაც ის ობიექტები განისაზღვრა, სადაც საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსებაა შესაძლებელი.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილებეი შევიდა ბიუჯეტშიც. ბიუჯეტი 1 418 441,88 ლარით შემცირდა.
საკრებულომ მოიწონა მერის მიერ წარმოდგენილი, ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020-2021 წლებში, საქართველოს რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და
დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.