საკრებულოს ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. ბიუროს წევრებმა, შატილში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე უძღვებოდა, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულო განიხილავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შესახებ განკარგულებებს.

დღის წესრიგში შევიდა ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 6000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულიების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტები. საკრებულო იმსჯელებს სამართლებრივი აქტების პროექტების საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე. კიდევ ერთი განკარგულება, რომელსაც მორიგ სხდომაზე ეყრება კენჭი ,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირებას” ეხება, საკითხზე დასკვნას შესაბამისი დარგობრივი კომისია მოამზადებს. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების შეთანხმების შესახებ“ განკარგულების დამტკიცებაზე გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრები მიიღებენ.

პროექტი დაბა გომისმთის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავებას ეხება. საკრებულო იმსჯელებს 2020-2021 წლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან , განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზეც. საკრებულოს მორიგი სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება.

0

მსგავსი სტატიები

გაავრცელეთ საჭირო და საინტერესო ინფორმაცია

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი