საკრებულოს ბიურომ იმსჯელა და მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტი. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტში დამატებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყება. ცვლილებებს კენჭი საკრებულოს სხდომაზე ეყრება.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებია: ქ.ოზურგეთის დაზიანებული ქუჩის, (ბესიკის პირველი შესახვევი 705 გრძ. მ) რეაბილიტაცია; სოფელ მაკვანეთში ჭალის უბნის გზის რეაბილიტაცია; სოფელ გურიანთაში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია; დაბა ნასაკირალში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია; სოფელ დვაბზუში და ბოხვაურში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია; დაბა ნასაკირალში, სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები.