ოზურგეთის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორ საკითხზე იმსჯელეს. მერიის მიერ ინიცირებული “გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის დამტკიცებამდე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა, პროექტი განიხილა და დასკვნა მოამზადა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიამ. საკრებულომ გაიზიარა სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დასკვნა, მეორე საკითხთან დაკავშირებით და “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება“ -სამართლებრივი აქტის პროექტს წარმოდგენილი სახით მხარი არ დაუჭირა.