ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, დღეს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი, ორი საკითხით დაამტკიცა.

📎 მერიის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი “გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ“ , საკრებულოს განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთია. “აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის მტელ ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის დარეგულირებას. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრას, მათი განთავსების წესისი შემოღებას.” საკითხზე დასკვნა მოამზადა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიამ, რომელშიც აისახა კომისიის რეკომენდაციებიც. დადგენილების პროექტზე საჯარო დმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა, საკრებულო მის დამტკიცებას ხვალ უყრის კენჭს.

📎 კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას საინიციატივო ჯგუფის მიერაა ინიცირებული და ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს ეხება. საკითხზე დასკვნა მომზადდა სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ. ” კომისიამ განიხილა საინიციტივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პროექტი, ასევე, დამატებითი განმარტება, მერიის მოსაზრება და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილი საკონსულტაციო დასკვნაც.” დასკვნაში აღნიშნულია, რომ “პროექტით დგინდება, საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-თ დასახლების საერთო კრებისათვის დადგენილი უფლებამოსილებისა და საქმიანობების განსხვავებული რგულაციები.” შესაბამისად, კომისიამ მხარი არ დაუჭირა პროექტის მიღებას წარმოდგენილი სახით.

📎 ბიუროს გადაწყვეტილებით, აგრარულ საკითხთა კომისია განიხილავს, მერიის მიერ ინიცირებულ დამატებით სამ საკითხს: საპრივატიზაციო ნუსხის, გეგმის დამტკიცების შესახებ სამართლებრივ აქტების პროექტებს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (ს/კ.26.33.23.103) შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 6000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, განკარგულების პროექტს. საკრებულოს მორიგი სხდომა 5 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართება.

0

მსგავსი სტატიები

გაავრცელეთ საჭირო და საინტერესო ინფორმაცია

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი