საკრებულოში სამი ელექტრონული პეტიცია დარეგისტრირდა. პეტციის ავტორებმა, დღეს, ბიუროს პროექტები წარუდგინეს. საქანელა გომისმთაზე, ღრუბლების გადასახედთან, ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია, მდინარე სუფსაზე სოფელ ნაგომრის და ძიმითის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების შეჩერების შესახებ მოთხოვნა – ის პეტიციებია, რომლებმაც კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერა ოზურგეთში რეგისტრირებული მოქალაქეების მიერ უკვე მოიპოვა. დღეს, ბიუროს გადაწყვეტილებით მათი განხილვა საკრებულოს დარგობრივ კომისიებსა და მერიას დაევალა.