საკრებულომ მორიგ სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება მიიღო. 2020 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, როგორც გარდამავალი ისე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულდება:
- ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით ბოგილას გზის რეაბილიტაცია;
- ოზურგეთი-ნატანები-ურეკის სახელმწიფო მნიშვნელობის გზიდან სოფელ შრომის (ეკალდიდი)-დონაურის გავლით ნატანების ცენტრალურ გზამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
- ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია;
- შემოქმედის ცენტრიდან მონასტერთან და სასაფლაოსთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ნაღობილევის (N4 უბანში) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
- შეკვეთილში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები(მეორე ეტაპი);
- კურორტ ურეკის შემოვლითი გზის(უსკალეიკის) გზის რეაბილიტაცია;
- სოფელი შრომა(ჩირე) ურეკი გრიგოლეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
- საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის შიდა სახელმწიფოებრივი გზის კმ 44-დან სოფელ ბოხვაურის ცენტრის გავლით შემოქმედი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელ გზამდე გზის რეაბილიაცია;
- სოფელ მთისპირი-ასკანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.;
- ასკანის თემში, სოფელ მზიანის შიდა გზის რეაბილიტაცია.
განკარგულება ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა