ბიუროს სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარემ შეკრებილებს კიდევ ერთხელ შეახსენა პანდემიის პირობებში რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობა, შემდეგ
დავით დარჩიამ კოლეგებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხები გააცნო.
ბიურომ მორიგი სხდომის დღის წესრიგში ცხრა საკითხი, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტებისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტების განხილვისა და შემდგომი პროცედურების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
ასევე მსვლელობა მიეცა დარგობრივი კომისიებში განსახილველ პროექტებს.
მსგავსი სტატიები