ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების
ამაღლების 2019 – 2022 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგსა და შეფასებაზე იმსჯელეს, დღეს, OGP-ის დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.
შეხვედრაში, რომელიც ონლაინ ფორმატით გაიმართა, სამუშაო ჯგუფის წევრებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციის, OGP- ის სამდივნოს წარმომადგენელი ქეთი ცანავა, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოსა და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგნელები პელაგია მეხაური, გრიგოლ წაქაძე და USID, GGI -ის წარმომადგენელი მიხეილ დარჩიაშვილიც ჩაერთნენ. შეხვედრას ესწრებოოდა გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია.
„მას შემდეგ, რაც საკრებულომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების 2019- 2022 წლების სტრატეგია დაამტკიცა, დღეს, ჩვენ სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების მონიტორინგსა და შეფასებაზე ვმსჯელობთ. აღსანიშნავია, ამ პროცესში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ჩვენ შევქმენით პრეცედენტი, ადგილობრივ დონეზე, პარტნიორი ორგანიზაციების მხარადჭერით შეგვექმნა დოკუმენტი, რომელიც პასუხობს OGP-სა და ეროვნული ანტკორუპციული საბჭოს მიზნებს. ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული ეს თანამშრომლობა, გახდა საფუძველი იმისა, რომ ჩვენ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად აგვირჩიეს. ეს, როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე, ღია მმართველობის გაუმჯობესების კიდევ ახალი შესაძლებლობაა“. -აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.
სხვადასხვა უწყებებიდან შეხვედის მონაწილეებმაა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ამ მხრივ ადგილობრივ დონეზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიღწევები, პოზიტიური შედგები. აგრეთვე, მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
სამუშაო შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 2019-2020 წლების შესრულებული ვალდებულებების მონიტორინგი, ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის წარმომადგნელმა ლევან ხინთიბიძემ და საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ გააცნეს შეხვედრის მონაწილეებს.
გაიმართა დისკუსია ამომავლო გეგმებზე.
დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდენენ, რომ მომზადდება დასკვნა, რომელშიც აისახება 2019-2020 წლებში სტრატეგიით გათვალისწინებული ვალლდებულებების შესრულების მონიტორინგი. დასკვნა საკრებულოს წარედგინება.
მსგავსი სტატიები